Categories
სკოლა ანაბასისი

ღია სამოდელო გაკვეთილი ბიოლოგიაში

ანაბასისის მერვე კლასში ბიოლოგიის პედაგოგმა თამარ მალაღურაძემ ჩაატარა ღია სამოდელო გაკვეთილი თემაზე: დაბალანსებული კვება.გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ერთმანეთისგან განასხვავონ საკვები პროდუქტის ენერგეტიკული და კვებითი ღირებულება; განმარტონ დაბალანსებული კვების შინაარსი; შეადარონ სხვადასხვა საკვები პროდუქტის ენერგეტიკული და კვებითი ღირებულებები; სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ ადამიანებს შეუდგინონ საკვები რაციონი. მოსწავლეებმა თავიანთ ნამუშევრებში საინტერესოდ ისაუბრეს დაბალანსებული კვების შესახებ.გაკვეთილზე მონიტორინგს ახორციელებდა სკოლის განვითარების ჯგუფი, რომლის წევრები გაკვეთილის დასრულების შემდეგ შეხვდნენ პედაგოგს და მიაწოდეს უკუკავშირი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *