”ენერგიის ალტერნატიული წყაროები”სკოლა ანაბასისის ეკოკლუბის წევრებმა ჩაატარეს სემინარი სკოლის მოსწავლეებისათვის ”ენერგიის ალტერნატიული წყაროები”. სემინარზე საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს ეკოკლუბელებმა ქეთი ცერცვაძემ, ანასტასია ჯურელმა და ანი კობერიძემ. მათ აღმიშნეს, რომ მსოფლიო მოსახლეობის ზრდასთან ერთად განუწყვეტლივ იზრდება მოთხოვნა ენერგიაზე. მართლაც, ჩვენი ყოველდღიურობა უკვე წარმოუდგენელია ელექტრონული მოწყობილობების, სატრანსპორტო საშუალებების, ინტერნეტის თუ კომფორტულად მოწყობილი საცხოვრებელი სახლების გარეშე, რომელთა ფუნქციონირებისათვის უზარმაზარი ენერგიაა საჭირო, განსაკუტრებით იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან ერთად მათზე მოტხოვნა განუწყვეტლივ იზრდება. წყარო უნდა იყოს განახლებადი, ნაკლებად აბინძურებდეს გარემოს, რაც მთავარია, აგვარებდეს საწვავის პრობლემას, ამიტომ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა გარემოსდაცვითი და ამოწურვადი რესურსების შენარჩუნების მიზნით დიდ ყურადღებას აქცევს მზის, ქარის, წყლის, გეოთერმული ენერგიის გამოყენებას.
Categories