ჩვენი თბილი მასპინძლები! სამოქალაქო განათლების და ეკოკლუბის წევრებმა გადაწყვიტეს ზესტაფონში არსებულ დღის ცენტრში მორიგი ვიზიტი განეხორციელებინათ. მათ ცენტრში გულთბილად დახვდათ ორიონის დამფუძნებელი ქალბატონი ჟანა ფერაძე, რომელმაც სტუმრებს გულთბილად უმანსპინძლა. ცენტრი ზესტაფონში 2004 წლიდან არსებობს. ბევრი პრობლემისა და წინააღმდეგობის მიუხედავად იგი დღეს ერთ-ერთი მძლავრი ცენტრია რეგიონში, არაერთი პროექტის გამარჯვებულია, კარგად აღჭურვილი ინფრასტრუქტურით. საქმის პროფესიონალი და ენთუზიაზმით სავსე მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული გუნდი, თავის აღსაზრდელებს აკადემიური უნარების გარდა პროფესიულ უნარებსაც უვითარებს, აქ მათ პოლონელი ტრენერებისაგან გადამზადებული მაღალკვალიფიციური მასწავლებლები უტარებენ ისეთ თერაპიებს, როგორიცაა თომატის თერაპია და ბიოფიტბექი, ფუნქციონირებს ,,სამყაროს გამოცდილების ოთახი”. სტუმრებმა ქალბატონ ჟანასთან ერთად კიდევ ერთხელ დიდი ინტერესით იმოგზაურეს მშვენიერ სამყაროში, სადაც გამოფენილია ბავშვების ფანტაზიითა და ხელით შექმნილი საოცარი ნაკეთობები. თანატოლების ვიზიტმა და მათი ხელთნაკეთი ნივთების საჩუქრად გადაცემამ გაახარა მასპინძლები, დაიგეგმა მომავალი ვიზიტი ორიონში. სითბო და სიყვარული უხვად გამოატანეს ორიონელებმა! მადლობა მათ გულთბილი მასპინძლობისათვის. კლუბის მეურვეები ქეთევან ედიბერიძე, თეა სამხარაძე, თამარ მალაღურაძე.
Categories