Categories
სკოლა ანაბასისი

,,გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური”

,,გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური”… ანაბასისის ეკოკლუბელებმა მორიგი შეხვედრა ცნობარ ,,გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური” განხილვას მიუძღვნა. ტერმინმა ,,ენერგოეფექტურობა” თითოეული მათგანისათვის ღრმა შინაარსობრივი დატვირთვა შეიძინა.გაიაზრეს რომ ენერგოეფექტიანობა გულისხმობს ნაკლები ენერგიის გამოყენებით იგივე ან უკეთესი პირობებისა და კომფორტის შექმნას. მით უფრო ენერგოეფექტურობა გლობალური საკითხია, რომელიც დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება. ეს გამოწვეულია ენერგიის დეფიციტით, ენერგორესურსებზე მზარდი ფასებით, ენერგოიმპორტზე დამოკიდებულებითა და ეკოლიგიური პრობლემებით. მათთვის ერთგვარი სლოგანი აღმოჩნდა ,,განათლება ენერგიის შესახებ ხელს უწყობს ენერგოეფექტიანობას!” რადგან იგი გვასწავლის ისეთი ტექნოლოგიების განვითარებას, რომლებიც ხარჯავენ ნაკლებ ენერგიას, საშუალებას იძლევა შესწავლილი და განვითარებული იქნას მდგრადი და განვითარებადი ენერგიის რესურსები. საქართველოს არ აქვს ნავთობისა და გაზის დიდი რესურსები და ენერგიის დაახლოებით 75% იმპორტირებულია. ამიტომ ენერგოეფექტურუ პროექტების მხარდაჭერით შემცირდება ქვეყნის დამოკიდებულება იმპორტზე, გაუმჯობესდება ენერგიის უსაფრთხოების დონე და შემცირდება გარემოზე უარყოფითი გავლენა. ეკოკლუბელებმა ცნობარში შემოთავაზებული ყველა აქტივობის იდეა გაანალიზეს თავიანთი ინტერესები, შესაძლებლობები შეაფასეს და თავიანთ სამოქმედო გეგმაში შეიტანეს რამდენიმე აქტივობის განხორციელება. 1. მოაწყონ სემინარი თანატოლებისათვის ,,ენერგიის ალტერნატიული წყაროები”. 2. დაამზადონ და გაავრცელონ ბუკლეტები, სადაც იქნება სასარგებლო რჩევები და რეკომენდაციები ენერგოდაზოგვისათვის სახლის პირობებში. 3. წამოიწყონ კამპანია ,,დაზოგეთ ენერგია, დაზოგეთ ოჯახის ბიუჯეტი”. 4. მოაწყონ ვიქტორინა უფროსკლასელებისათვის:,,ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგია”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *