სკოლა ანაბასისის სამოქალაქო განათლების და ეკოკლუბის წევრებმა საქართველოს პირველი კონსტიტუციის 101 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმეს და განახორციელეს პროექტი სახელწოდებით „გაიცანი შენი ქვეყნის კონსტიტუცია“ . პ რ ო ე ქ ტ ი ს მ ი ზ ა ნ ი ა :
• საზოგადოების ინფორმირებულობა საქართველოს პირველი კონსტიტუციის შესახებ და კონსტიტუციონალიზმის პოპულარიზაციის გაზრდის ხელშეწყობა სკოლასა და თემში.
• კონსტიტუციონალიზმის მნიშვნელობის გააზრება , როგორც დემოკრატიული საფუძვლების გამყარებისა და მისი ქმედითობის ერთ-ერთი მყარი საშუალება.
• სამართლებრივი კულტურის როლის გაანალიზება ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციონალიზმის პრინციპების დამკვიდრებისთვის.პირველ რიგში მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში დაგეგმეს და წარმატებით განახორციელეს კვლევა, რომლის შედეგებიდან გაირკვა , რომ მოსწავლეთა უმრავლესობას სურს მეტი ინფორმაცია მიიღოს საქართველოში კონსტიტუციონალიზმის ისტორიის შესახებ.პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ითანამშრომლეს სამივე საფეხურის მოსწავლეებთან, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს მოისმინონ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი პრეზენტაცია საქართველოში კონსტიტუციონალიზმის განვითარების ისტორიის შესახებ. პროექტის პრეზენტაცია გაიმართა სკოლის სააქტო დარბაზში კორონავირუსის პრევენციის მიზნით მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციების სრული დაცვით.კლუბის მეურვეები თეა სამხარაძე,ქეთევან ედიბერიძე,თამარ მალაღურაძე.