Categories
სკოლა ანაბასისი

“ჯანსაღი ცხოვრება უალტერნატივოა” ფარგლებში მორიგი აქტივობა განხორციელდა

სკოლა ანაბასისში სასკოლო პროექტის “ჯანსაღი ცხოვრება უალტერნატივოა” ფარგლებში მორიგი აქტივობა განხორციელდა. ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ცხოვრების აქტიური კულტურული წესი, რომელიც უპირველეს ყოვლისა უკავშირდება ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. ეს არის ადამიანის ქცევა მიმართული საკუთარი ჯანმრთელობის განმტკიცების, დღეგრძელობის და სოციალურ ფუნქციათა სრულფასოვნად განხორციელებისაკენ. პროექტის განხორციელების მიზანია სასკოლო საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და უსაფრთხოების დაცვა – ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის ფიზიკური და ფსიქიკური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, რათა საფრთხე არ შეუქმნას საკუთარ და სხვათა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. ამის გათვალისწინებით სკოლის საერთო კულტურა მოსწავლეს უნდა დაეხმაროს თავიდან აირიდოს ნეგატიური ფაქტორების ზემოქმედება, გააცნობიეროს ჯანსაღი ცხოვრების არსი (ზომიერება ყველაფერში, გაკაჟება, სწორი კვება, ცხოვრების რაციონალური რეჟიმი, რისკების თავიდან აცილება, მავნე ჩვევებზე უარის თქმა და სხვ.) და გაიაზროს მისი მნიშვნელობა; პროექტის ამოცანებია: მოსწავლეთათვის ჯანსაღი ჩვევების დაუფლება, გარესამყაროს უსაფრთხოებაზე ზრუნვა და ჯანმრთელობაზე მისი ზემოქმედების შესწავლა, მავნე ჩვევებზე (თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკულ საშუალებათა მოხმარებაზე) უარის თქმა, ჯანმრთელი კვებისა და პროდუქტების ხარისხიანობისა და ნაადრევი ქორწინების უარყოფითი მხარეების შესახებ ინფორმირება, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვაზე ზრუნვა და და ფიზიკურად აქტიური ცხოვრების შესწავლა.პროექტის ფარგლებში სამოქალაქო კლუბის და ეკოკლუბის წევრთა ინიციატივით სკოლაში გაიმართა კონფერენცია თემაზე: „ჯანმრთელობა და კეთილდღეობა“-მდგრადი განვითარების მიზანი N3;მოსწავლეებმა ისაუბრეს ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და განმტკიცების მიზნით ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის აუცილებლობაზე, გადახედეს პანდემიების ისტორიას,საინტერესოდ იმსჯელეს ვაქცინაციის აუცილებლობაზე;კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს კონფერენციაზე მიღებული ცოდნა გაავრცელონ სკოლის საზოგადოებასა და თემში, დაიგეგმა შემდგომი აქტივობა,საინფორმაციო ბროშურების დარიგება საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით.კლუბის მეურვეები: ქეთევან ედიბერიძე, თამარ მალაღურაძე, თეა სამხარაძე;

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *