Categories
სკოლა ანაბასისი

ანაბასისის მეოთხე კლასელებმა სკოლას საჩუქრად გადაცეს საკუთარი ხელით შექმნილი ნაძვის ხე

ოქროსფერი ნაძვის ხის ლამაზი ისტორია! ანაბასისის მეოთხე კლასელებმა (კლასის ხელმძღვანელი თეა გურაბანიძე) სკოლას საჩუქრად გადაცეს ბუნებრივი მასალისაგან დამზადებული ნაძვის ხე . ოქროსფერი ნაძვის ხე გირჩებისგან არის დამზადებული! იდეა ერთი თვის წინ გაუჩნდათ. რომლის განხორციელებაში მშობლებიც აქტიურად ჩაერთვნენ . გირჩები შეაგროვეს, გამოაშრეს. ნაძვის ხის ჩონჩხის ნახაზი შექმნეს, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთმა მშობელმა ხისაგან ნაძვის ხის ჩონჩხი დაამზადა. ნაძვის ხის შემოსვა კი მთელი კლასის მონაწილეობით სკოლაში მოხდა. პირველ რიგში კარკასს მუყაო შემოავლეს, დაამაგრეს , შემდეგ მუყაოზე ლამაზი ჟოლოსფერი ქსოვილი დაამაგრეს. მერე კი…. მერე დაიწყო აქტიური პროცესი , იყო ჟრიამული, ხალისი, ყველა ბავშვმა ოცნება გირჩად ქცეული, ნაძვის ხის კარკასს დაამაგრა, ცარიელი ადგილები სათამაშოებით შეავსეს. ნაძვის ხის შემოსვას ორი დღე მოანდომეს ! არ იყო იოლი, ხშირად მიმაგრებული გირჩი ძირს ვარდებოდა, თუმცა ნიკოს დედიკო ყველა გირჩს ხანგრძლივად ამაგრებდა ძირს რომ არ ჩამოცვენილიყო, წებოს გაშრობას ელოდებოდა, ასე ნელ-ნელა იფურჩქნებოდა ნაძვის ხე ! იგი ოქოსფრად შეღებეს და სკოლის დერეფანში ამაყად გამოაბრძანეს! ოქროსფერი ნაძვის ხის ისტორიაც შექმნეს! ბევრი პრაქტიკული უნარი შეიძინეს კრეატიულმა მოზარდებმა! გირჩებში ჩამალულ სურვილებს კი სკოლის დამთავრების შემდეგ მოაკითხავენ! ოცნებების და სურვილების ასრულება ჩვენ მეოთხე კლასელებს! გილოცავთ ახალ წელს, ფეხბედნიერი, ხვავიანი, წარმატებული და ახდენილი ოცნებების წელი ყოფილიყოს 2022 წელი !

50თქვენ, სკოლა ანაბასისი, ლოლიტა ნებიერიძე და 47 სხვა17 კომენტარი1 გაზიარება

სიყვარულიკომენტარის დატოვებაგაზიარება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *