Categories
სკოლა ანაბასისი

ქიმიაშ ჩატარებული გაკვეთილი

სკოლა ანაბასისის ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფმა ქიმიის წამყვანი მასწავლებლის ქეთევან ედიბერიძის მიერ მე-8 კლასში ჩატარებული გაკვეთილი მოისმინა და განიხილა.

გაკვეთილი რომლის თემა იყო ,,ატომის იმპერია-სუბატომური ნაწილაკები” მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა. მათ შეძლეს მონაცემების გაანალიზება და არგუმენტირებული მსჯელობის საფუძველზე დასკვნების გამოტანა, მოდელების შექმნა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ტექნოლოგიური მიღწევების შეფასება მდგრადი განვითარების პრინციპების თვალსაზრისით.

გაკვეთილის შემდეგ ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფსა და პედაგოგს შორის შედგა შეხვედრა , მასწავლებლმა ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსიის წარდგენის შემდეგ , ხარისხის განვითარების ჯგუფიდან განმავითარებელი უკუკავშირი მიიღო.

Categories
სკოლა ანაბასისი

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სკოლა ანაბასისში სახელმწიფო დროშა დაუშვეს

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სკოლა ანაბასისში სახელმწიფო დროშა დაუშვეს.
1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ამ დღეს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, წუთიერი დუმილი ცხადდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სახელმწიფო დროშები ეშვება.

Categories
სკოლა ანაბასისი

23 თებერვალს სკოლა ანაბასისში იუნკერთა ხსოვნის დღე აღნიშნ

23 თებერვალს სკოლა ანაბასისში იუნკერთა ხსოვნის დღე აღნიშნეს – საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ–ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა საპატივსაცემოდ.

ღონისძიება ახალგაზრდა იუნკრებზე დოკუმენტური ფილმის ჩვენებით დაიწყო.

1921 წლის 23 თებერვალს კოჯორთან და ტაბახმელასთან ერთმანეთის მიყოლებით იხოცებოდნენ პირტიტველა ქართველი ბიჭები, იუნკრები – სიმბოლო იმისა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

ანაბასისელმა მეათე კლასელებმა დღეს კიდევ ერთად გაიხსენეს 100 წლის წინანდელი, დღესაც აქტუალური ისტორია, კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი იმ ქართველებს, რომლებიც სწორედ ამ დროს, თბილისის მისადგომებთან უზარმაზარ წითელ მონსტრს ებრძოდნენ და ბოლომდე ერთგული რჩებოდნენ თბილისის ქუჩებში ჩუმად დადებული ფიცისა: „ბოლშევიკები ჩვენს გვამებზე გადმოივლიან!“… გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! უკანასკნელად იძახიან გულგანგმირული ახალგაზდები და მხიარულად ეხუტებიან ცივი გვამებით მშობლიურ მიწას…“

ათწლეულების მანძილზე, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების არსებობის პერიოდში, ყველაფერი კეთდებოდა, რათა იუნკერთა ხსოვნა დავიწყებას მისცემოდა. თუმცა ისტორიამ ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა. საბჭოთა ხელისუფლება დაემხო, ხოლო იუნკერთა სახელი იმ მამულიშვილთა კოჰორტას შეუერთდა, რომელიც ყოველთვის ემახსოვრება შთამომავლებს.

მარადიული დიდება საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლ გმირთა სახელებს! პედაგოგი თეა სამხარაძე

Categories
სკოლა ანაბასისი

კონსტიტუციის 100 წლის იუბილე

სკოლა ანაბასისში საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება დოკუმენტური ფილმის ჩვენებით გაიხსნა.

1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუცია მიიღეს – ეს ქართული კონსტიტუციონალიზმის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი თარიღია.

კონსტიტუციაზე მუშაობა 1918 წლის 26 მაისს „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის“ მიღების შემდეგ დაიწყო და სამ წელს გაგრძელდა. შემუშავების პროცესში გათვალისწინებული იყო იმ დროინდელი მოწინავე დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება, 1921 წლის დოკუმენტი ქართული პოლიტიკური ცნობიერების მიღწევად არის მიჩნეული.

ანაბასისელმა მეცხრეკლასელებმა საინტერესოდ ისაუბრეს პირველი კონსტიტუციის მნიშვნელობაზე კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში და ხაზი გაუსვეს ის ფაქტს ,რომ 1921 წლის კონსტიტუცია ერთ-ერთი პროგრესული კონსტიტუცია იყო ევროპის კონტინენტზე და ჯერ კიდევ მაშინ აღიარებდა მთავარ ღირებულებებად ერისა და პიროვნების თავისუფლებას, დემოკრატიასა და სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც კანონი უზენაესია და კანონის წინაშე ყველა თანასწორია!

მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების პედაგოგ თეა სამხარაძესთან ერთად ისაუბრეს სამართლებრივი კულტურისა და კანონების ცოდნისა და დაცვის აუცილებლობაზე.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია,სადაც მოსწავლეებმა გამოავლინეს თავიანთი დამოკიდებულება კონსტიტუციის ცოდნისა და დაცვის შესახებ.

სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ქეთევან ედიბერიძემ მოსწავლეებს უსურვა სამართლებრივი კულტურის მატარებელ საზოგადოებაში ცხოვრება და მოღვაწეობა.

Categories
სკოლა ანაბასისი

დაბრუნება საკლასო ოთახებში რეკომენდაციების დაცვით

2021 წლის 1თებერვალს დისტანციური სწავლების მოდელიდან დასწრებით სწავლების მოდელზე დაბრუნებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავა.

სკოლა ანაბასისში აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით დაიგეგმა სასწავლო პროცესი უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის მიზნით, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული მასწავლებელთა და მოსწავლეთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.

სკოლა სრულად აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის ყველა საჭირო რესურსითა და ინვენტარით, შენობაში მოწყობილია რესურსოთახი, ექიმის კაბინეტი და საიზოლაციო სივრცე.

სასკოლო საზოგადოების (სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებული სკოლის პერსონალი,მოსწავლეები, მშობლები) თითოეული წევრი ინფორმირებულია covid 19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ სკოლაში გატარებული ღონისძიებების შესახებ. ისინი აგრეთვე ინფორმირებულნი არიან უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ინფორმაციის გავრცელების ხელმისაწვდომი საშუალებით (სკოლის ფეისბუქ გვერდით,ელფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით,TEAMS-ით, თვალსაჩინო ადგილას გამოკვრით, საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებით, ონლაინ მშობელთა კრებებით და სხვა). აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე ყველა სკოლაში V-XII კლასის მოსწავლეებისთვის აუცილებელია პირბადის ტარება.

სკოლაში სისტემატიურად მიმდინარეობს სკოლის შენობის კედლების, იატაკის, საკლასო ოთახების, კვების ბლოკის, ბიბლიოთეკის , სპორტული დარბაზის, მაგიდების, სკამების , დერეფნების, სველი წერტილების სადეზინფექციო საშუალებებით ინტენსიური დამუშავება და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი.

სასკოლო საზოგადოების ყველა წევრი იცავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ყველა წესსა და რეკომენდაციას!

მშობლები ინფორმირებულნი არიან, რომ პასუხისმგებლობით შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები:

მათ იციან, რომ ბავშვს დილით სახლიდან გამოსვლამდე უნდა გაუზომონ ტემპერატურა. თუ დაუფიქსირდება 37 და მეტი არ გამოუშვან სკოლაში, დაუყოვნებლივ დარეკონ დამრიგებელთან და შეატყობინონ გამოუცხადებლობის მიზეზი.

თუ ბავშვს ექნება ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშანი- სისუსტე, ხველა, სუნთქვის გაძნელება, გამონადენი ცხვირიდან, ყელის სიმშრალე და ა.შ არ აგზავნიან სკოლაში და მიმართავენ ოჯახის ექიმს, ამასთანავე შეატყობინებენ დამრიგებელს.

სკოლაში შვილს უნდა გამოატანონ სასმელი წყლის ბოთლი, რომელზეც მითითებულია მოსწავლის სახელი და გვარი.

მოსწავლეები თავის მხრივ პასუხისმგებლობით ასრულებენ ვალდებულებებს:

*სახლიდან გამოსვლის წინ და სკოლის შესასვლელში იტარებენ თერმოსკრინინგს!

*იცავენ პირადი ჰიგიენას და სისუფთავეს საკლასო ოთახსა და დერეფნებში!

*მათ იცინიან, რომ უნდა დაიცვან 1 მეტრიანი დისტანცია კლასში, დერეფანში!

* ატარებენ პირადი წყლის ბოთლს სახელი და გვარის მითითებით!

*არ სარგებლობენ ერთმანეთის ნივთებით!

*გრიპული სიმპტომების შემთხვევაში რჩებიან სახლში, ატყობინებენ ექიმს და კლასის დამრიგებელს!

*ხელებს ხშირად იბანენ და იმუშავებენ სადეზინფექციო ხსნარით!

* მათ იციან,რომ სადენზინფექციო ხსნარი განთავსებულია სკოლის დერეფნებში და სველ წერტილებში!

*შენობაში შესვლის დროს გადიან დეზობარიერზე!

* სკოლაში ცხადდებიან თმაშეკრული,მათ იციან,რომ გაშლილი თმები არ შეიძლება!

*ყოველ დასვენებაზე ხდება ოთახის განიავება ფანჯრის გაღებით !

დამრიგებლები თავიანთ კლასებში სისტემატიურად ატარებენ საუბრებს პანდემიის პრევენციისთვის შემუშავებული ქცევის წესების დაცვის აუცილებლობის შესახებ!

სკოლის შენობაში მოსახვედრად მოსწავლეები სარგებლობენ ორი შემოსასვლელით, სადაც ხდება თერმოსკრინინგი და გადიან დეზობარიერს. მოსწავლეებმა იციან, თუ რომელი შესასვლელით უნდა ისარგებლონ, მოსწავლეთა მრავალრიცხოვანი ნაკადის თავიდან აცილების მიზნით !

განსხვავებულია სწავლის დაწყების დრო სხვადასსხვა კლასის მოსწავლეებისათვის!

პირველი -მეოთხე კლასის მოსწავლეები სწავლას იწყებენ 8 სთ 45წთ. დანარჩენი კლასები 9 სთ.

შესაბამისად განსხვავებულია კლასების მიხედვით გაკვეთილებს შორის შესვენებების დრო.

სკოლის შენობაში მოსწავლეთა ორგანიზებულად შესვლა მიმდინარეობს შესაბამისი რეგულაციების სრული დაცვით ( თერმოსკრინინგი, დეზობარიერი, სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება) .

სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოსწავლე ტოვებს სკოლის ტერიტორიას და მას სკოლის ჭიშკართან ელოდება მშობელი.

მშობლებთან ურთიერთობა და სიახლეების გაცნობა ძირითადად ხდება ონლაინ კრებებზე. საჭიროების შემთხვევაში კლასის დამრიგებლები ახდენენ მშობლებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს რეგულაციების სრული დაცვით. ამ დროს მშობელი მოვალეა სკოლაში გამოცხადდეს პირბადით და სკოლის მიერ შემუშავებული რეგულაციების წესების დაცვით.

სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლების შემდეგ, პედაგოგები და სკოლის პერსონალი პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავიანთ ვალდებულებას, სასკოლო საზოგადოების უსაფრთხოებისთვის, მათ თანხმობა განაცხადეს ყოველ ორ კვირაში ერთხელ ჩაიტარონ კოვიდზე ტესტი.

11 და 12 თებერვალს სკოლის თანამშრომლებს ჩაუტარდათ მორიგი ტესტირება კოვიდზე და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით სკოლა განაგრძობს დასწრებული ცხრილით მუშაობას საკლასო ოთახებში.

ხელი შევუწყოთ საკუთარი და გარშემომყოფთა ჯანმრთელობის დაცვას!

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!

ერთად ყველა გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდებით!

გისურვებთ ჯანმრთელობას და მშვიდობიან სასწავლო პროცესს!

პატივისცემით სკოლის დირექცია

Categories
სკოლა ანაბასისი

ანაბასისში რა?სად?როდის? ჩატარდა

ანაბასისში VII-VIII კლასის მოსწავლეებს შორის მთავრობის რეგულაციების სრული დაცვით დავითობასთან დაკავშირებული ტრადიციული ინტელექტუალური კონკურსი რა?სად?როდის? ჩატარდა.

დავითობასთან დაკავშირებით გამოცხადებული კვირეულის ფარგლებში სკოლა ანაბასისში პირველ ეტაპზე ჩატარდა ტესტირება, რომელშიც აქტიურად ჩაერთვნენ მოსწავლეები, მათ კიდევ ერთხელ გადაავლეს თვალი დავითის დროინდელ საქართველოს ისტორიას და უპასუხეს კითხვებს ძლევამოსილი მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეებისგან დაკომპლექტდა ინტელექტუალთა გუნდები. გუნდის წევრთა რაოდენობა მოსწავლეთა შორის დისტანციის დაცვის მიზნით განისაზღვრა ოთხი მოსწავლით .

თითო კლასიდან შეირჩა ორი ოთხკაციანი გუნდი.

VII-VIII კლასის მოსწავლეებს თამაში მეათე კლასის ინტელექტუალებმა გიორგი ფერაძემ და თეიმურაზ გოგიაშვილმა ჩაუტარა.

კონკურსის მიზანია მოსწავლეთა დაინტერესება ინტელექტუალური თამაშებით და მათი ინტელექტუალური დონის ამაღლება;

თამაში ძალიან საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა სკოლის ეზოში და მასში მონაწილეებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული დამსწრე საზოგადოება.

Categories
სკოლა ანაბასისი

მათემატიკის ოლიმპიადაში გამარჯვებული და დაჯილდოებული

ანაბასისის V კლასის მოსწავლეს, დავით აბაშიძეს, კინგსის მათემატიკის ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის ოქროს მედალი გადაეცა.
ვულოცავთ მას ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს! .

Categories
სკოლა ანაბასისი

„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“

„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ინიციატივით, 3 თებერვალს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოში მეექვსედ აღინიშნა.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე (World Read Aloud Day) კომპანია LitWorld-ის ინიციატივით 2010 წლიდან აღინიშნება.

ღონისძიება ყოველწლიურად ასობით ქვეყანაში ტარდება და 30 მლნ-ზე მეტი კითხვის მოყვარული ესწრება.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ანაბასისელებიც გამოეხმაურნენ, მათ სკოლის ბიბლიოთეკარის თამარ გვალიას ხელმძღვანელობით ხმამაღლა წაიკითხეს თავიანთი საყვარელი ნაწარმოებებიდან ამონარიდები.

Categories
სკოლა ანაბასისი

საქველმოქმედო პროექტი

“ჭეშმარიტი სიკეთე უსაზღვროა!”

სკოლა ანაბასისის VII ბ კლასის მოსწავლეებმა კლასის ხელმძღვანელის თეა სამხარაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსის პრევენციის მიზნით დადგენილი მთავრობის რეგულაციების სრული დაცვით განახორციელეს ტრადიციული საქველმოქმედო პროექტი სახელწოდებით „ ჩვენ ყველასთან მივალთ, ვისაც ვჭირდებით“.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ითანამშრომლეს ზესტაფონის , თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარ დეპუტატ ბატონ ბეჟან წაქაძესთან და დეპუტატის ბიუროსთან- ბატონ დავით კამლაძის ხელმძღვანელობით.

დეპუტატის სოციალური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებს გადაეცა სურსათ-სანოვაგე მრავალშვილიანი ოჯახებისთვის.

მოსწავლეთა მიერ შეგროვებული და დეპუტატის მიერ გადაცემული სხვადასხვა სახის ტკბილეულით და საკვები პროდუქტებით დავეხმარეთ მათ, ვისაც ჩვენი გვერდით დგომა სჭირდება.

ანაბასისის სასკოლო საზოგადოების სახელით უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს დეპუტატსა და მის ბიუროს საქველმოქმედო აქტივობებში გვერდით დგომისა და დახმარებისათვის!

პროექტი გრძელდება და მოგიწოდებთ ყველას #გააგრძელეთსიკეთე

#სიკეთეგადამდებია

#მომავლისთაობა

Categories
სკოლა ანაბასისი

მასწავლებელთა პედაგოგიური საბჭოს სხდომა

2021 წლის 12 იანვარს , სამშაბათს , თიმსის სამასწავლებლოში ონლაინ გაიმართა ანაბასისის მასწავლებელთა პედაგოგიური საბჭოს სხდომა.

დღის წესრიგის მიხედვით სხდომაზე პედაგოგებმა განიხილეს პირველი სემესტრის შედეგები და მეორე სემესტრის ამოცანები. ისაუბრეს მიმდინარე საკითხებზე.

მშვიდობიანი და წარმატებული სასწავლო წელი მეგობრებო!