Categories
სკოლა ანაბასისი

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიური გამოფენა-კონფერენცია-11.04.2021წ

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიური გამოფენა-კონფერენცია-11.04.2021წ

სასიამოვნო ემოციებით დატვირთული, ამაღელვებელი და საინტერესო დღე ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი მოვლენებით – ძალზე საპასუხისმგებლო ჯილდოს -იმერეთის რეგიონის სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის წოდების მოპოვება.

უდიდეს სიხარულთან ერთად გრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას ,როდესაც შენი სახელი და გვარი ცხადდება ღირსეული და წარმატებული პედაგოგების გვერდით.

მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის ვინც ჩემი სიხარული გაიზიარა.

ქვედა საზანოს N 1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი “მომავლის აქტიური თაობა” წევრებთან და ყველა ჩემს მოსწავლესთან ერთად უდიდესი მადლობა პროგრამა “მომავლის თაობას”, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან პარტნიორობით, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID),რომელიც პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრს.

პროგრამა “მომავლის თაობის” დახმარებით მოვახდინე საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების რეალიზება და გავიზარდე, როგორც პიროვნულად,ისე პროფესიული თვალსაზრისით.

მიხარია და მეამაყება, რომ წლებია ერთად მოვდივართ!

მქონდა ბედნიერება თქვენთან მეთანამშრომლა ორი სკოლიდან და თქვენი პროექტებით და გრანტებით ორივე სკოლაში მიეღო სასკოლო საზოგადოებას სარგებელი.

ქედს ვიხრი თქვენს წინაშე მადლიერების და სიყვარულის ნიშნად!

ვისურვებდი მსგავსი სახის პროგრამების მომავალში გაგრძელებას და მათთან წარმატებულ თანამშრომლობას ჩვენი მომავალი თაობის აღზრდისა და დემოკრატიული ღირებულებების მატარებელ აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებისათვის.

მიხარია და მეამაყება თქვენი გუნდი წევრი რომ ვარ!

მომავლის თაობა / Momavlis Taoba • EDEC

მომავლის თაობა • Momavlis Taoba | EDEC

სამოქალაქო ინიციატივები/”მომავლის თაობა”

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი

#PHinternational

#განათლებისმეცნიერებისკულტურისდასპორტისსამინისტრო

სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლა

სკოლა ანაბასისი

Categories
სკოლა ანაბასისი

ჯანმრთელობის დღესთან დაკავშირებით ჩატარებული გაკვეთილი

ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სკოლა ანაბასისში სამოქალაქო განათლების პედაგოგის თეა სამხარაძის ხელმძღვანელობით საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა, სადაც სასკოლო საზოგადოების წინაშე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ მეშვიდე კლასის მოსწავლეები,რომლებაც იმსჯელეს იმის შესახებ, თუ რატომ და როგორ უნდა ვიზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, როგორ შეიძლება დაგვეხმაროს ფიზიკური აქტივობა საზოგადოებაში თვითდამკვიდრებაში, რატომ მიიჩნევა პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ნივთები პირველადი მოხმარების საგნებად,რატომ არის ადრეული ქორწინება ადამიანის უფლებების დარღვევა, რატომ არის კონკრეტული ადამიანის ადიქციური ქცევა მთელი საზოგადოების პრობლემა,რატომ და როგორ გადაიქცევა სხვადასხვა ქმედება ადიქციურ ქცევად,როგორ ვთქვათ “არა”არასასურველ შემოთავაზებებზე.

პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია,რომელშიც მოსწავლეებთან ერთად აქტიურად ჩაერთვნენ პედაგოგები.

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით მსგავსი სახის შეხვედრები დაგეგმილია ყველა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეებისთვის.

მოეწყობა ფილმის ჩვენება /განხილვა,

დამზადდება საინფორმაციო სახის ბროშურები და დარიგდება სკოლასა და ქალაქში.

#მომავლისთაობა

Categories
სკოლა ანაბასისი

ჰანს ქრისტიან ანდერსენის იუბილეს აღნიშვნა სკოლა ანაბასისში

ცნობილი დანიელი მეზღაპრის ჰანს ქრისტიან ანდერსენის იუბილე სიყვარულით აღნიშნეს სკოლა ანაბასისის მეორე კლასში. პედაგოგ შორენა მუმლაძის და ბიბლიოთეკის გამგის თამარ გვალიას ინიციატივით პატარები გაეცვნენ მწერლის ბიოგრაფიას,შემოქმედებას,გაიხსენეს საყვარელი ზღაპრები, ერთობლივად განიხილეს მისი წიგნი,რომელიც სკოლის ბიბლიოთეკაშია დაცული,როგორც ქართულ, ისე რუსულ ენაზე.

Categories
სკოლა ანაბასისი

მეორე კლასში ჩატარებული ქართულის ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი

სკოლა ანაბასისის ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფმა მეორე კლასში ჩატარებული ქართულის ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი მოისმინა და განიხილა.

გაკვეთილის თემა – საინფორმაციო ტექსტი “ცხვარი”

იაკობ გოგებაშვილის მიხედვით.

გაკვეთილის შემდეგ ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფსა და წამყვან პედაგოგ შორენა მუმლაძეს შორის შედგა შეხვედრა , მასწავლებლმა ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსიის წარდგენის შემდეგ , ხარისხის განვითარების ჯგუფიდან განმავითარებელი უკუკავშირი მიიღო.

Categories
სკოლა ანაბასისი

ხარისხის განვითარება

სკოლა ანაბასისის ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფმა ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებლის მარეხი ფორჩხიძის მიერ მე-8 კლასში ჩატარებული გაკვეთილი მოისმინა და განიხილა.

გაკვეთილის თემა იყო ,, გოგლას სოფელი”.

გაკვეთილის შემდეგ ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფსა და პედაგოგს შორის შედგა შეხვედრა , მასწავლებლმა ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსიის წარდგენის შემდეგ , ხარისხის განვითარების ჯგუფიდან განმავითარებელი უკუკავშირი მიიღო.

Categories
სკოლა ანაბასისი

“პირველადი სამედიცინო დახმარების” განხილვა

სკოლა ანაბასისის მესამე კლასის მოსწავლეები დიდი ინტერესით სწავლობენ საგანს “მე და საზოგადოება”, სადაც საჭირო და აუცილებებლი საკითხებია განხილული. საპროგრამო მასალის უკეთ ათვისების მიზნით კლასში მოეწყო წიგნის “პირველადი სამედიცინო დახმარება” განხილვა. მოსწავლეებმა მიიღეს დამატებითი ინფორმაცია ჯანმრთელობის დაცვის და უბედური შემთხვევის დროს გადაუდებელი დახმარების შესახებ.

განხილვამ საინტერესოდ ჩაიარა.

პედაგოგი თამარ მალაღურაძე, ბიბლიოთეკის გამგე თამარ გვალია.

Categories
სკოლა ანაბასისი

სკოლა ანაბასისში ინტელექტუალური კლუბის მორიგი თამაში გაიმართა

სკოლა ანაბასისში ინტელექტუალური კლუბის მორიგი თამაში მეათე კლასის მოსწავლეების თეიმურაზ გოგიაშვილის და გიორგი ფერაძის ხელმძღვანელობით მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებთან საინტერესო და შემოქმედებით გარემოში წარიმართა.

Categories
სკოლა ანაბასისი

ტუბერკულიოზთა ბრძოლის დღესთან ჩატარებული გაკვეთილი

სკოლა ანაბასისის მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა მოქალაქეობის გაკვეთილზე ტუბერკულოზთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს და საინტერესოდ ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობაზე.

პედაგოგი თეა სამხარაძე

Categories
სკოლა ანაბასისი

ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს

ანაბასისში არ ითვლიან ქრომოსომებს! 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა!

Categories
სკოლა ანაბასისი

ანაბასისში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა

ანაბასისში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და უცხო ენების კათედრის ერთობლივი ხელმძღვანელობით გაიმართა სასკოლო კონფერენცია თემაზე ,, წყალი და ჯანმრთელობა”,სადაც მეექვსე და მერვე კლასის მოსწავლეებმა ქართულ და ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები.

წყალი დედამიწაზე არსებული ყველაზე ძვირფასი ბუნებრივი რესურსია და მის გარეშე სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე არ იარსებებდა. ყოველი ჩვენგანის მიერ ამ ფაქტის გაცნობიერების მიუხედავად, ჩვენ ვაბინძურებთ მდინარეებს, ოკეანეებს და ზღვებს. შესაბამისად, ზიანს ვაყენებთ ჩვენს პლანეტას იმ დონემდე, რომ ცოცხალი ორგანიზმების განადგურება უკვე საგანგაშო მაშტაბებს იძენს.

კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს წყლის მნიშვნელობაზე და მოუწოდეს საზოგადოებას ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებისკენ.

პედაგოგები ქეთევან ედიბერიძე და თეონა კაკალაძე.