სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისში ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში დაიგეგმა სასკოლო პროექტი თემაზე: „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მდგრადი განვითარების მიზნები“ , რომელშიც აქტიურად ჩაერთო მთელი სასკოლო საზოგადოება.
პროექტის მიზანია:
• მოსწავლეები გაეცნობიან და გაანალიზებენ ჯანსაღი ცხოვრების წესის რაობასა და მნიშვნელობას .
• მოსწავლეები გამოიკვლევენ და გააანალიზებენ ჯანსაღი ცხოვრების წესის შემადგენელ თითოეულ კომპონენტს.
• მოსწავლეები შეძლებენ გააზრებით მისდიონ ცხოვრების ჯანსაღ წესს.
• მოსწავლეები შეძლებენ გაითავისონ არაჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარ თანატოლთა პრობლემები ,იმსჯელებენ როგორ მოიქცევიან და რას მოიმოქმედებენ მათ დასახმარებლად და სწორად ახსნიან, რატომ უნდა გაუწიონ დახმარება სხვებს და რატომ უნდა გაითავისონ სხვისი პრობლემები;
2021 წლის 21 ოქტომბერს პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრებთან გაიმართა სამუშაო შეხვედრა პროექტის მიზნისა და ამოცანების გასაცნობად.
სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და ხარისხის მართვის მენეჯერი თეა სამხარაძე მოსწავლეებს ესაუბრა პროექტში მათი აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე.
მოსწავლეებმა მზაობა გამოთქვეს პროექტში ჩასართავად, შეიქმნა სამოქმედო გეგმა და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების კალენდარი.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში 100 % – იანი გრანტის მქონე სტუდენტების დაჯილდოება გაიმართა. მერიის მიერ დაჯილდოებულ 16 წარმატებულ სტუდენტს შორის ოთხი ანაბასისელია – ლიზი სამხარაძე, ნინი შერგელაშვილი, მარიამ აბესაძე, თამუნა ჩინჩალაძე.
ვულოცავთ მათ ამ ჯილდოს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!
მოგესალმებით მეგობრებო, სკოლა ანაბასისის მოსწავლეებო და მშობლებო! საუკეთესო სურვილებით გილოცავთ სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებას!
4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი გამართულად რომ წარიმართოს სკოლაში, აუცილებელია ყველამ გავიაზროთ ჩვენი უფლებები და მოვალეობები, რათა თავიდან ავიცილოთ კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხეები !
აუცილებელია დავიცვათ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ყველა წესი და რეკომენდაცია!
საქართველოს განათლების მინისტრის განცხადებით სასკოლო საზოგადოების ყველა წევრისთვის, მათ შორის მოსწავლეებისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება საგაკვეთილო პროცესის დროს.
მოგახსენებთ , რომ უკვე არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომელიც აჩვენებს, რომ პირბადე უსაფრთხო სკოლის მთავარი კომპონენტია. AP-ის ცნობით, არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომ სკოლებში პირბადის ტარებას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს მოზარდებში კორონავირუსის გადადება და გავრცელება, მით უფრო იმ შემთხვევაში, თუ პირბადის ტარებასთან ერთად დაცულია ფიზიკური დისტანცია და ჰიგიენა.
უმორჩილესად გთხოვთ, თუ თქვენ და თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს გამოუვლინდება კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სულ უმნიშვნელო სიმპტომი, არ გამოცხადდეთ სკოლაში და დაუყოვნებლივ გვაცნობოთ-მოსწავლის შემთხვევაში დამრიგებელს, სკოლის თანამშრომლის შემთხვევაში, სკოლის დირექციას!
გაცნობებთ, რომ სკოლის შენობაში ჩატარებულია შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები ,რომელიც აუცილებელია უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფისთვის!
რაც შეეხება სკოლის თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესს, 75% ვაქცინირებულია. მიმდინარე კვირაში გაიტესტა ყველა თანამშრომელი და ეს პროცესი სისტემატიურად განხორციელდება მთელი სასწავლო წლის მანძილზე.
ძვირფასო მშობლებო, მოსწავლეებო, პედაგოგებო, თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის მიზნით შეგახსენებთ ჯანდაცვის მიერ შემუშავებულ სავადებულო რეგულაციებს:
მშობლების ვალდებულებებია:
მოსწავლეს დილით სახლიდან გამოსვლამდე გაუზომოს ტემპერატურა. თუ დაუფიქსირდება 37 და მეტი არ გამოუშვებთ სკოლაში, დაუყოვნებლივ რეკავთ დამრიგებელთან და ატყობინებთ გამოუცხადებლობის მიზეზს. თუ ბავშვს ექნება ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშანი- სისუსტე, ხველა, სუნთქვის გაძნელება, გამონადენი ცხვირიდან, ყელის სიმშრალე და ა.შ არ აგზავნით სკოლაში და მიმართავთ ოჯახის ექიმს, ამასთანავე ატყობინებთ დამრიგებელს.
სკოლაში შვილს გამოატანეთ სასმელი წყლის ბოთლი, რომელზეც მითითებული იქნება მოსწავლის სახელი და გვარი.
მოსწავლეების ვალდებულებებია:
*აუცილებელია თერმოსკრინინგი ჩავიტაროთ სახლიდან გამოსვლის წინ და სკოლის შესასვლელში!
*დავიცვათ პირადი ჰიგიენა და სისუფთავე ჩვენს ირგვლივ!
დღეს 2021 წლის 15 სექტემბერია, უჩვეულო, გამოწვევებით სავსე, მაგრამ მაინც სასურველი, საინტერესო და იმედია, სასიამოვნო სიახლეების მომტანი ახალი სასწავლო წლის დასაწყისი!
უდიდესი სიყვარულით, მონატრებითა და საუკეთესო სურვილებით გილოცავთ, ჩვენო მეგობრებო, მოსწავლეებო, მასწავლებლებო, მშობლებო, ანაბასისის გულშემატკივრებო, თქვენ და სრულიად საქართველოს ახალი 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებას!
ძვირფასო მოსწავლეებო, სასწავლო პროცესს დისტანციურად ვიწყებთ. დასანანია, რომ ვერ გხვდებით, მაგრამ ხომ იცით, წესების დაცვა და ჯანმრთელობის შენარჩუნება უპირველესია…
გასული წლების გამოცდილებამ დაგვარწმუნა, რომ შეგვიძლია დაბრკოლებების გადალახვა და წარმატებების მიღწევა, რისი დასტურია ჩვენი კურსდამთავრებულების მიღწევები ეროვნულ გამოცდებზე .
მომავალშიც ერთობლივი ძალისხმევითა და ჩვეული შემართებით შევძლებთ გამოწვევების ღირსეულად გამკლავებასა და საუკეთესო შედეგების მიღწევას .
განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს, მოუთმენლად რომ ელოდებიან 4 ოქტომბერს, როდესაც, სიხარულით ფრთაშესხმულნი, შემოაბიჯებენ ცოდნის ტაძარში და ააჟრიამულებენ თავიანთ საკლასო ოთახებს.
ჯანმრთელობას, წინსვლას და წარმატებებებს გისურვებთ და სიყვარულით ველოდებით თქვენთან შეხვედრას!
უკეთესი მომავლის იმედითა და პატივისცემით თქვენი სკოლა ანაბასისი
საქართველო შემოქმედთათვის განსაკუთრებული მენტალობის მიწაა. მას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მსახიობების, პოეტებისა და მწერლებისთვის.
საქართველოში ისინი პოულობენ თავშესაფარს და ნავსაყუდელს,ივსებოდნენ შთაგონებით.
მათ რიცხვს მიეკუთვნება ვლადიმერ ვისოცკი— რუსი პოეტი, პროზაიკოსი, მომღერალი და კომპოზიტორი, კინოსა და თეატრის მსახიობი.
მან საქართველო , როგორც იტყვიან, პირველივე დანახვაზე შეიყვარა და მთელი ცხოვრების განმავლობაში თბილად იხსენებდა მას.
სკოლა ანაბასისის მეათე კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი ვლადიმერ ვისოცკის ცხოვრება და შემოქმედება . განიხილეს მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერა „მე არ მიყვარს“, რომელიც მას მიაჩნდა თავისი ცხოვრების კრედოდ.
ვისოცკის შემოქმედებამ ძალიან დიდი გავლენა იქონია მომდევნო თაობებზე. მისი ხმა დღესაც გაისმის და სწვდება იმ ადამიანებს , ვისთვისაც მნიშვნელოვანია თავისუფლება , პატიოსნება , სამართლიანობა, სიკეთე და ვინც „არას“ უცხადებს ძალადობას.
რუსულის ენისა და ლიტერატურის პედაგოგები მარინა ავალიშვილი და მარინა კაპანაძე.
მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლის , ცალკეულ მოსწავლეთა განვითარების დინამიკის დადგენის,პრობლემების იდენტიფიცირების და მათი დაძლევის გზების შემუშავების მიზნით სკოლა ანაბასისში დაიწყო მონიტორინგი, რომელიც ყოველი სასწავლო წლის დასასრულს ხორციელდება სკოლის განვითარების ჯგუფის მიერ.
სკოლა ანაბასისის მეშვიდე კლასში წამყვანი მასწავლებლის თეა მიქაბერიძის მიერ ჩატარდა ღია გაკვეთილი, რომელსაც მონიტორინგს უწევდა სკოლის შეფასების ჯგუფი.
გაკვეთილის თემა: ძველი და ახალი მუსიკალური ინტონაციები.
მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს პრეზენტაციები ვივალდის,ბახის,შოპენის შემოქმედებაზე და განიხილეს მცირე მუსიკალური მოტივები.
მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით ერთმანეთს დააკავშირეს ბახის “ტოკატა და ფუგა” და მათემატიკური მაგალითი, ვივალდის მუსიკის “შტორმის” ფონზე შეასრულეს ნახატი, შოპენის “პრელუდიის” თანხლებით წაიკითხეს გალაკტიონის “მთაწმინდის მთვარე”. მოსწავლეებმა სმენის,რიტმის,მხედველობის, ხელის სწრაფი მოძრაობის განვითარების მიზნით მოირგეს დირიჟორის როლი და შეასრულეს იოჰან შტრაუსის პოლკა.
დასასრულს, მოსწავლეებმა დადებითად შეაფასეს მუსიკის როლი და მნიშვნელობა, მათ არგუმენტირებულად იმსჯელეს, თუ როგორაა მუსიკა ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალება.
ქიმიაში ჩატარდა სქემით გათვალისწინებული გაკვეთილი თემაზე : PH 117 113
77 421 118 77 141 113 524 322 323 221 77.
ჰორტენზია ლურჯი თუ ვარდისფერი.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ნივთიერებათა კლასიფიცირებას მათი შედგენილობის, ფიზიკური, ქიმიური თვისებების მიხედვით.
ქიმიური პროცესების კვლევის მიზნით კვლევის პროცესების დაგეგმვას;
ქიმიური პროცესების კვლევისათვის საჭირო პროცედურების განხორციელებას გაკვეთილზე განხილული მასალის დაკავშირებას სხვა სასწავლო დისციპლინებთან და ყოველდღიურ ცხოვრებასთან.
გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის განვითარების ჯგუფის წევრები, რომლებმაც უკუკავშირი მისცეს ქიმიის პედაგოგ
2021 წლის 9 ივნისს მეცხრე კლასში ჩატარდა პროექტ-გაკვეთილი თემაზე ი. ა. კრილოვის ბიოგრაფია იგავ-არაკის, როგორც დიდაქტიკური ჟანრის განვითარების ისტორია.
მიუხედავად იმისა, რომ ი.ა. კრილოვი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ორ საუკუნეზე მეტი წლის წინათ, მისი შემოქმედება დღესაც აქტუალურია, რადგან ის მანკიერებები, რომელთაც ის ხედავდა საზოგადოებაში, სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტად არის ფესვგადგმული დღევანდელობაში.
კრილოვი დღესაც გვასწავლის ზნეობას და იმ მანკიერებების აღმოფხვრის გზებს, რომლებიც ჩრდილს აყენებს ჩვენს საზოგადოებას და ხელს გვიშლის სრულყოფილი,თავისუფალი,სამართლიანი და ცივილური საზოგადოების ჩამოყალიბებაში.
სკოლა ანაბასისში ხელოვნების კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
მეცხრე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურულ -მუსიკალური კომპოზიცია “ხელოვნებაა თავად უკვდავება”,სადაც ისაუბრეს ხელოვნების ცალკეული დარგების შესახებ-თეატრი, კინო, ქორეოგრაფია, ფერწერა, მუსიკა.