Categories
სკოლა ანაბასისი

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის დღეა

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის დღეა.

1948 წლის 10 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა შექმნეს

მნიშვნელოვანესი დოკუმენტი „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ სახით. გაერომ 10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დაცვის დღედ 1950 წელს გამოაცხადა.

ანაბასისში ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის კონკურსის ფარგლებში ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა კვირეული, რომელიც მოიცავს მდგრადი განვითარების მიზნებს;

სკოლაში მოეწყო საინფორმაციო შეხვედრა „ადამიანის უფლებათა დეკლარაციის“ სასკოლო საზოგადოების წევრებისთვის გაცნობის მიზნით.

საინფორმაციო პრეზენტაციის მიზანი იყო ადამიანის უფლებების და მოვალეობების არსის და მნიშვნელობის გააზრება; თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, ადამიანის უფლებების სწორად იდენტიფიცირება და ამ უფლებების დაცვის აუცილებლობაზე არგუმენტების სწორად ჩამოყალიბება ; ადამიანის უფლებათა დარღვევის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება; პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

პრეზენტაციაზე მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად მოწვეული იყვნენ მშობლები.

პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა დისკუსია თემაზე „რისთვის გვჭირდება უფლებები?“, სადაც იმსჯელეს ადამიანის უფლებების მნიშვნელობასა და მათი დაცვის აუცილებლობის შესახებ.

ეკოკლუბის წევრებმა სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებთან ერთად დაგეგმეს კედლის გაზეთის გამოშვება და ბუკლეტების დამზადება თემაზე ” ჩვენი უფლებები საყოველთაო და მარადიულია“, რომელიც დარიგდება ქალაქში საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ბუკლეტებზე მუშაობისას მოსწავლეები იხელმძღვანელებენ “ადამიანის უფლებათა დეკლარაციით”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *