სკოლა ანაბასისში ახალგაზრდა ჩემპიონთან, მეთერთმეტე კლასის მოსწავლე გაგა ჯუღელთან და მის მწვრთნელთან კობა სვიანაძესთან გაიმართა შეხვედრა.
გაგამ 2021 წლის 30 ნოემბერს „იუნესკოს“ მიერ ქართული ჭიდაობის მსოფლიო აღიარების დღისადმი მიძღვნილ მე-2 რესპუბლიკურ ტურნირში გაიმარჯვა ქართულ ჭიდაობაში და 17-19 დეკემბერს კვიპროსში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
სკოლაში ახალგაზრდა სპორტსმენთან და მის პედაგოგთან შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც საუბარი იყო როგორც წარმატებების მიღწევის გზებსა და გამოწვევების გამკლავების შესახებ, ასევე ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე;
შეხვედრა გაიმართა სასკოლო პროექტის „ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სულია“ ფარგლებში და მის ორგანიზებაში სკოლის თვითმმართველობის წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ეკოკლუბისა და სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა.
ვულოცავთ გაგას და მის პედაგოგ კობა სვიანაძეს მორიგ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!