სკოლა ანაბასისის მეშვიდე კლასში წამყვანი მასწავლებლის თეა მიქაბერიძის მიერ ჩატარდა ღია გაკვეთილი, რომელსაც მონიტორინგს უწევდა სკოლის შეფასების ჯგუფი.
გაკვეთილის თემა: ძველი და ახალი მუსიკალური ინტონაციები.
მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს პრეზენტაციები ვივალდის,ბახის,შოპენის შემოქმედებაზე და განიხილეს მცირე მუსიკალური მოტივები.
მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით ერთმანეთს დააკავშირეს ბახის “ტოკატა და ფუგა” და მათემატიკური მაგალითი, ვივალდის მუსიკის “შტორმის” ფონზე შეასრულეს ნახატი, შოპენის “პრელუდიის” თანხლებით წაიკითხეს გალაკტიონის “მთაწმინდის მთვარე”. მოსწავლეებმა სმენის,რიტმის,მხედველობის, ხელის სწრაფი მოძრაობის განვითარების მიზნით მოირგეს დირიჟორის როლი და შეასრულეს იოჰან შტრაუსის პოლკა.
დასასრულს, მოსწავლეებმა დადებითად შეაფასეს მუსიკის როლი და მნიშვნელობა, მათ არგუმენტირებულად იმსჯელეს, თუ როგორაა მუსიკა ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალება.