Categories
სკოლა ანაბასისი

მე-2 რესპუბლიკური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

2021 წლის 30 ნოემბერს გაიმართა „იუნესკოს“ მიერ ქართული ჭიდაობის მსოფლიო აღიარების დღისადმი მიძღვნილი მე-2 რესპუბლიკური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში!

„იუნესკოს“ მიერ ქართული ჭიდაობისათვის მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების მე-3 წლისთავის აღსანიშნავად, აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციამ, წელს მეორედ ჩაატარა „იუნესკოს“ მიერ ქართული ჭიდაობის მსოფლიო აღიარების დღისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში, რომელშიც საქართველოს 16 მუნიციპალიტეტის 2003-2005 წლებში დაბადებულმა 120 მოჭიდავემ მიიღო მონაწილეობა.

ტურნირი, რომელიც 27 ნოემბერს დაიწყო და „იუნესკოს“ მსოფლიო აღიარების დღეს – 29 ნოემბერს დასრულდა, გახსნა და ამ ისტორიული დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა

ჯემალ წულუკიძემ.

„ეს გადაწყვეტილება, ქართული ჭიდაობისთვის მსოფლიო მნიშვნელობის სტატუსის მინიჭების შესახებ, ძალზედ ღირებულია, რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქართული ჭიდაობის ფენომენის პოპულარიზაციას და განვითარებას“, – აღნიშნა ფედერაციის პრეზიდენტმა, რომელმაც „იუნესკოს“ მიერ ქართული ჭიდაობის მსოფლიო აღიარების, აჭარაში ქართული ჭიდაობის განვითარების და ხელშეწყობის საქმეში შეტანილი პირადი მნიშვნელოვანი წვილისათვის, ფედერაციის მადლობის სიგელი უსახსოვრა საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, გელა ბერუაშვილს, რომელმაც აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციას მადლობა გადაუხადა ლამაზი ღონისძიების ორგანიზებისათვის და ხაზი გაუსვა „იუნესკოს“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების განუზომელ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ „შემდგომ წლებში ქართული ჭიდაობა კიდევ უფრო პოპულარული გახდება, რადგან ის მოჭიდავეები, რომლებიც ქართულ ჭიდაობას ჭიდაობენ, წარმატებას აღწევენ მსოფლიოს ასპარეზზე, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ოლიმპიურ თამაშებზე. ჩვენი მხრივ გპირდებით, რომ საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, მისი ხელმძღვანელობა, პირადად, მე, როგორც ფედერაციის პრეზიდენტი, მაქსიმალურად დაიხარჯება სპორტის ამ ეროვნული სახეობის კიდევ უფრო განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის

ჯემალ წულუკიძემ, „იუნესკოს“ მიერ ქართული ჭიდაობის მსოფლიო აღიარების დღისადმი მიძღვნილ რესპუბლიკურ ტურნირში აქტიური მონაწილეობისათვის, ფედერაციის მადლობის სიგელები გადასცა მოწვეული ქართული ჭიდაობის ნაკრები გუნდების წარმომადგენლებს.

ტურნირის ფინალურ შეხვედრებს ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე და აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე.

6 წონით კატეგორიაში გამართულ მეტად საინტერესო და სანახაობრივ ორთაბრძოლებში, საპრიზო ადგილები დამსახურებულად მოიპოვეს სპორტსმენებმა;

ჩვენთვის სასიხარულოა ის ფაქტი,რომ გამარჯვებულთა შორისაა ანაბასისის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე .

გაგა ჯუღელი გაგა ჯუღელი(ზესტაფონი)

ტურნირში საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები, აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციამ თასებით, მედლებით, სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა, ხოლო საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ, გამარჯვებულ სპორტსმენებს ფასიანი საჩუქრები (ვაუჩერები) გადაეცათ.

ვულოცავთ გაგას და მის პედაგოგ კობა სვიანაძეს მორიგ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *