Categories
სკოლა ანაბასისი

განახლებული სასწავლო პროცესი

მოგესალმებით მეგობრებო, სკოლა ანაბასისის მოსწავლეებო და მშობლებო! საუკეთესო სურვილებით გილოცავთ სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებას!

4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი გამართულად რომ წარიმართოს სკოლაში, აუცილებელია ყველამ გავიაზროთ ჩვენი უფლებები და მოვალეობები, რათა თავიდან ავიცილოთ კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხეები !

აუცილებელია დავიცვათ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ყველა წესი და რეკომენდაცია!

საქართველოს განათლების მინისტრის განცხადებით სასკოლო საზოგადოების ყველა წევრისთვის, მათ შორის მოსწავლეებისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება საგაკვეთილო პროცესის დროს.

მოგახსენებთ , რომ უკვე არ­სე­ბობს უამ­რა­ვი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც აჩ­ვე­ნებს, რომ პირ­ბა­დე უსაფრ­თხო სკო­ლის მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტია. AP-ის ცნო­ბით, არ­სე­ბობს არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ სკო­ლებ­ში პირ­ბა­დის ტა­რე­ბას შე­უძ­ლია მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ამ­ცი­როს მო­ზარ­დებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­დე­ბა და გავ­რცე­ლე­ბა, მით უფრო იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პირ­ბა­დის ტა­რე­ბას­თან ერ­თად და­ცუ­ლია ფი­ზი­კუ­რი დის­ტან­ცია და ჰი­გი­ე­ნა.

უმორჩილესად გთხოვთ, თუ თქვენ და თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს გამოუვლინდება კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სულ უმნიშვნელო სიმპტომი, არ გამოცხადდეთ სკოლაში და დაუყოვნებლივ გვაცნობოთ-მოსწავლის შემთხვევაში დამრიგებელს, სკოლის თანამშრომლის შემთხვევაში, სკოლის დირექციას!

გაცნობებთ, რომ სკოლის შენობაში ჩატარებულია შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები ,რომელიც აუცილებელია უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფისთვის!

რაც შეეხება სკოლის თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესს, 75% ვაქცინირებულია. მიმდინარე კვირაში გაიტესტა ყველა თანამშრომელი და ეს პროცესი სისტემატიურად განხორციელდება მთელი სასწავლო წლის მანძილზე.

ძვირფასო მშობლებო, მოსწავლეებო, პედაგოგებო, თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის მიზნით შეგახსენებთ ჯანდაცვის მიერ შემუშავებულ სავადებულო რეგულაციებს:

მშობლების ვალდებულებებია:

მოსწავლეს დილით სახლიდან გამოსვლამდე გაუზომოს ტემპერატურა. თუ დაუფიქსირდება 37 და მეტი არ გამოუშვებთ სკოლაში, დაუყოვნებლივ რეკავთ დამრიგებელთან და ატყობინებთ გამოუცხადებლობის მიზეზს. თუ ბავშვს ექნება ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშანი- სისუსტე, ხველა, სუნთქვის გაძნელება, გამონადენი ცხვირიდან, ყელის სიმშრალე და ა.შ არ აგზავნით სკოლაში და მიმართავთ ოჯახის ექიმს, ამასთანავე ატყობინებთ დამრიგებელს.

სკოლაში შვილს გამოატანეთ სასმელი წყლის ბოთლი, რომელზეც მითითებული იქნება მოსწავლის სახელი და გვარი.

მოსწავლეების ვალდებულებებია:

*აუცილებელია თერმოსკრინინგი ჩავიტაროთ სახლიდან გამოსვლის წინ და სკოლის შესასვლელში!

*დავიცვათ პირადი ჰიგიენა და სისუფთავე ჩვენს ირგვლივ!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *