Categories
სკოლა ანაბასისი

23 თებერვალს სკოლა ანაბასისში იუნკერთა ხსოვნის დღე აღნიშნ

23 თებერვალს სკოლა ანაბასისში იუნკერთა ხსოვნის დღე აღნიშნეს – საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ–ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა საპატივსაცემოდ.

ღონისძიება ახალგაზრდა იუნკრებზე დოკუმენტური ფილმის ჩვენებით დაიწყო.

1921 წლის 23 თებერვალს კოჯორთან და ტაბახმელასთან ერთმანეთის მიყოლებით იხოცებოდნენ პირტიტველა ქართველი ბიჭები, იუნკრები – სიმბოლო იმისა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

ანაბასისელმა მეათე კლასელებმა დღეს კიდევ ერთად გაიხსენეს 100 წლის წინანდელი, დღესაც აქტუალური ისტორია, კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი იმ ქართველებს, რომლებიც სწორედ ამ დროს, თბილისის მისადგომებთან უზარმაზარ წითელ მონსტრს ებრძოდნენ და ბოლომდე ერთგული რჩებოდნენ თბილისის ქუჩებში ჩუმად დადებული ფიცისა: „ბოლშევიკები ჩვენს გვამებზე გადმოივლიან!“… გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! უკანასკნელად იძახიან გულგანგმირული ახალგაზდები და მხიარულად ეხუტებიან ცივი გვამებით მშობლიურ მიწას…“

ათწლეულების მანძილზე, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების არსებობის პერიოდში, ყველაფერი კეთდებოდა, რათა იუნკერთა ხსოვნა დავიწყებას მისცემოდა. თუმცა ისტორიამ ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა. საბჭოთა ხელისუფლება დაემხო, ხოლო იუნკერთა სახელი იმ მამულიშვილთა კოჰორტას შეუერთდა, რომელიც ყოველთვის ემახსოვრება შთამომავლებს.

მარადიული დიდება საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლ გმირთა სახელებს! პედაგოგი თეა სამხარაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *