ანაბასისში დედამიწის დღე სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნეს!
§ პირველად დედამიწის დღე 1970 წელს აღინიშნა, როცა ცნობილი ამერიკელი გარემოს დამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებით 20 მილიონი ამერიკელი გამოვიდა დედამიწის დასაცავად.
§ დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს ორასამდე ქვეყნის ათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
§ საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ინიციატივით აღინიშნა. მას შემდეგ, ყოველწლიურად, ამ ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
§ სკოლა ანაბასისში დედამიწის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. ( ღონისძიებებს ორგანიზება გაუწია სკოლის დირექტორმა ქეთევან ედიბერიძემ და სკოლის ხარისხის განვითარების მენეჯერმა თეა სამხარაძემ)
§ პირველკლასელებმა (კლასის ხელმძღვანელი ლოლიტა ნებიერიძე წარმოადგინეს ლამაზი , კოსტუმირებული, შთამბეჭდავი პერფორმანსი ,,დედამიწა საფრთხეშია“ გაბრიელა დვალის მიერ შესრულებულმა მაიკლ ჯექსონის სიმღერამ ,,დედამიწა“ ემოციურად დამუხტა
მსმენელები.
§ ჩატარდა ესეების კონკურსი ,, ადამიანი და ბუნება“ ( ბიოლოგიის მასწავლებელი თამარ მალაღურაძე და ქართულის მასწავლებლები ნატო სამხარაძე,მარეხი ფორჩხიძე) გამოვლინდა გამარჯვებული მოსწავლეები: მეშვიდე კლასელები ელენე მელაძე , ქეთი ცერცვაძე, ანასტასია ჯაფარიძე, ,ნია ცერცვაძე, მიხეილ სხილაძე,ანასტასია ჯუღელი.
,,დედამიწა ჩვენი სახლია, ჩვენი, კერიაა, რომელიც დღემდე გვემსახურება, რომელსაც დიდ ზიანს ვაყენებთ, მაგრამ მაინც ჩვენს გვერდით დგას. დაგვიბერდა ჩვენი დედამიწა, თუმცა მაინც წვალებით გვიძლებს და გვივლის“ აღნიშნავს მე -7 კლასის მოსწავლე ქეთი ცერცვაძე.
§ მე-7 , მე-8 კლასებში ჩატარდა ვიქტორინები ეკოლოგიურ საკითხებზე ( პედაგოგები ქეთევან ედიბერიძე , თეა სამხარაძე)
§ მოეწყო კონფერენცია ,, გაუფრთხილდეთ დედამიწას“ (ხელმძღვანელები ქიმიის მასწავლებლები მარინა ხუსკივაძე და ქეთევან ედიბერიძე) , კონფერენციის მოდერატორები იყვნენ მე-9 კლასელი მოსწავლეები თამარ კაპანაძე და ანანო შერგელაშვილი.
მე-10 კლასელი მოსწავლეების: ელენე ჩუბინიძის, დავით ჯინჭარაძის, თემურ გოგიაშვილის მიერ საინტერესო და აქტუალური ეკოლოგიური პრობლემები იქნა განხილული: ოზონის შრე, ოზონის შრე და ცხოველები, დედამიწის დაბინძურების ხარისხი და მოსალოდნელი საფრთხეები. ეკოლოგიურად უსაფრთხო ბიოპლასტმასების წარმოება რძისაგან გააცნო თანატოლებს ათასწლეულის ინოვაციური კონკურსის ნახევარფინალისტმა გუნდმა ,,ანაბასისმა“ (წევრები :ხატია ჩიბურდანიძე, ქეთათო ნებიერიძე, მარიამ გოგიაშვილი, გიორგი ლილუაშვილმა, ნიკოლოზ ბოგვერაძე) და რძიდან თავიანთი დამზადებული ნივთები- ღილები, მძივები, სათამაშოები წარმოადგინეს.
§ ჩატარდა ინტელექტუალური თამაში ,,რა , სად, როდის?“ თემაზე ,,დედამიწა ჩვენი სახლია“ ( ტექნიკური ოპერატორი გიორგი ფერაძე), მასში მონაწილეობა მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეთა მიერ დაკომპლექტებულმა ოთხმა გუნდმა მიიღო. მოსწავლეებს საშუალება მიეცათ თავიანთი ინტელექტუალური შესაძლებლობები 5 კატეგორიაში მოესინჯათ:
§ 1. ცოცხალი ბარომეტრები;
§ 2. ჩვენ და ეკოლოგია;
§ 3. ბრძნული გამონათქვამები ბუნებაზე;
§ 4. წითელი წიგნი;
§ 5. სხვადასხვა ;
თამაში საინტერესოდ და აქტიურად წარიმართა, შეკითხვები განკუთვნილი იყო დარბაზისთვისაც, რამაც ჩართულობის ხარისხი კიდევ უფრო გაზარდა.
§ მე-4 კლასის მოსწავლეების მიერ (კლასის ხელმძღვანელები მარინა ჭულუხაძე და თამარ ვეფხვაძე, ხელოვნების პედაგოგი ნანა გიორგაძე) სკოლის ეზოში ბუნების დაცვის თემატიკაზე შესრულებული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
§ ანაბასისელებმა დედამიწის დღეს ეზოში მუსიკის ფონზე მხიარული სანახაობა მოაწყვეს და სიმბოლურად დარგეს მცენარეები სკოლის ეზოში.