ვულოცავთ ანაბასისელ ელენე ჩუბინიძეს ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ორგანიზებულ ხატვის კონკურსში გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!
როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ორგანიზებული ხატვის კონკურსი თემაზე „მომავალი შენია“, ონლაინრეჟიმში გაიმართა.
კონკურსში მონაწილეობდა ზესტაფონისა და ჭიათურისა მუნიციპალიტეტების კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეები 12 წლის ზევით .
ზესტაფონში ხატვის კონკურსის გამარჯვებული ექვსეული ქალაქის სამხატვრო სკოლის სპეციალისტებმა 40-მდე ნამუშევრიდან გამოავლინეს. კომპეტენტურმა ჟიურიმ საბოლოო გადაწყვეტილება იმ მოზარდების ნახატების სასარგებლოდ მიიღო, რომელთა ნამუშევრები კონკურსის თემატიკას ყველაზე მეტად შეესაბამებოდა.
სასიხარულოა ის ფაქტი,რომ გამარჯვებულთა შორისაა სკოლა „ანაბასისის” მოსწავლე ელენე ჩუბინიძე.
კონკურსში გამარჯვებული მონაწილეების ნამუშევრები „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ შექმნილ 2021 წლის კედლის კალენდარზე დაიბეჭდება, გამარჯვებულებს კი კომპანიის წარმომადგენლები 21-22 დეკემბერს დაასაჩუქრებენ.