Categories
სკოლა ანაბასისი

ძალადობის საწინააღმდეგო კვირეული

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულის ფარგლებში , რომელიც სკოლებში ონლაინ სივრცეში ტარდება სკოლა ანაბასისში მოეწყო სასკოლო კონკურსი, სახელწოდებით ,,არა ძალადობას! ძალა უფლებას!”

მოსწავლეებმა კვირეულის ფარგლებში შექმნეს ელექტრონული სახის საინფორმაციო ბუკლეტი/ფლაერი, რომელშიც ნათლადაა ასახული შემდეგი საკითხები:

რა არის ბულინგი, ტერმინ “ბულინგის” ქართული შესატყვისები;

რა ფორმით შეიძლება იყოს გამოხატული ბულინგი? (კიბერ, ფქიქოლოგიური, ფიზიკური და სხვ.);

როგორ ვებრძოლოთ ბულინგს – რჩევები მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის;

წიგნები, ფილმები, რომლებიც ეხება ბულინგის თემას;

სხვა სახის საინტერესო ინფორმაცია, მათ შორის ფოტოები, ნახატები და ა. შ.

მნიშვნელოვანად მიგავჩნია ის ფაქტი,რომ კონკურსის პირობები მოითხოვდა კვირეულში მშობელთა აქტიურ ჩართულობას. ამ მიზნით , მშობლებთან ერთად ონლაინ მოვაწყვეთ დისკუსია,სადაც მათ ისაუბრეს ძალადობის/ბულინგის პრევენციის და მისი აღმოფხვრის გზებსა და საშუალებებზე.

აღნიშნული რჩევები მოსწავლეებმა გაითვალისწინეს თავიანთ ელექტრონული სახის საინფორმაციო ბუკლეტში/ფლაერში.

დიდ მადლობას ვუხდით მშობლებს აღნიშნულ კამპანიაში აქტიური ჩართულობისა და შემოთავაზებული რჩევებისათვის.

დღეს გთავაზობთ ანაბასისის მერვე კლასის მოსწავლის მარიამ გოგიაშვილის მიერ კონკურსის ფარგლებში დამზადებულ ბუკლეტს, რომლის პრეზენტაციაც ონლაინ გაიმართა და დიდი მოწონება დაიმსახურა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *