“ჭეშმარიტი სიკეთე უსაზღვროა!”
სკოლა ანაბასისის VII ბ კლასის მოსწავლეებმა კლასის ხელმძღვანელის თეა სამხარაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსის პრევენციის მიზნით დადგენილი მთავრობის რეგულაციების სრული დაცვით განახორციელეს ტრადიციული საქველმოქმედო პროექტი სახელწოდებით „ ჩვენ ყველასთან მივალთ, ვისაც ვჭირდებით“.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ითანამშრომლეს ზესტაფონის , თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარ დეპუტატ ბატონ ბეჟან წაქაძესთან და დეპუტატის ბიუროსთან- ბატონ დავით კამლაძის ხელმძღვანელობით.
დეპუტატის სოციალური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებს გადაეცა სურსათ-სანოვაგე მრავალშვილიანი ოჯახებისთვის.
მოსწავლეთა მიერ შეგროვებული და დეპუტატის მიერ გადაცემული სხვადასხვა სახის ტკბილეულით და საკვები პროდუქტებით დავეხმარეთ მათ, ვისაც ჩვენი გვერდით დგომა სჭირდება.
ანაბასისის სასკოლო საზოგადოების სახელით უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს დეპუტატსა და მის ბიუროს საქველმოქმედო აქტივობებში გვერდით დგომისა და დახმარებისათვის!
პროექტი გრძელდება და მოგიწოდებთ ყველას #გააგრძელეთსიკეთე