დებულება

1.ზოგადი  დებულებები:

1. სპს  თავაძე და კომპანია  სკოლა  ანაბასისი (შემდგომში სკოლა) არის  სპს  თავაძე და კომპანია  სკოლა  ანაბასისის  მიერ შექმნილი საგანმანათლებლო დაწესებულება.

2.სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის,ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის,“მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, მოქმედი კანონმდებლობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომ ტექსტში სამინისტროს) სათანადო ნორმატიული აქტების,  ”ეროვნული სასწავლო გეგმის”,   სასკოლო სასწავლო გეგმის, ამ დებულების და შინაგანაწესის საფუძველზე, საკუთარი მისიის განსახორციელებლად;

3.სკოლა არაპოლიტიკური, არარელიგიური ორგანიზაციაა, მასში აკრძალულია პოლიტიკური პარტიების საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ რელიგიურ მოძრაობათა და ორგანიზაციათა სტრუქტურების შექმნა და მოღვაწეობა.

4.სკოლაში სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე.

5.სკოლის ურთიერთობები თანამშრომლებთან, მოსწავლეებსა და მათ მშობლებთან რეგულირდება ხელშეკრულებებით, სკოლის შინაგანაწესით და წინამდებარე დებულებით;

6.სკოლის ფაქტიური მისამართია: ზესტაფონი,ფარნავაზის ქ 4 ა.

დანართები

დირექტორის ეთიკის კოდექსიექთნის დებულებამოსწავლეთა თვითმმართველობის დებულებაუსაფრთხოების და საზ. წესრიგის დაცვის წესები და პირობები
საქმისწაროების ერთიანი წესიმასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსიმზრუნველთა საბჭოპანდემიის პირობებში საგანგებო სიტუაციაში მოქმედების გეგმა
ბიბლიოთეკის დებულებამოსწავლის ქცევის კოდექსიმოქმედების ტაქტიკა ხანძრის დროსმშობელსა და სკოლას შორის ურთიერთობის წესი